სოფო დიასამიძის ყვავილების სანერგე მეურნეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში მდებარეობს. მის სანერგეში წარმოდგენილია როგორც ოთახის მცენარეების, ასევე გარე — ბაღისა და დეკორატიული მცენარეების მრავალფეროვანი არჩევანი. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება ვარდებს, რომლებიც მრავლად არის წარმოდგენილი სოფოს ბაღში.