მიმართულება
  • აგრომაღაზია
  • აგრონომის მომსახურება
  • აგროტურიზმი
  • ასოციაცია
  • ბაზარი
  • გადამამუშავებელი
  • განათლება
  • ვეტ მაღაზია
  • ზოო/ვეტ-მომსახურეობა
  • კვლევა
  • ლაბორატორია
  • მექანიზაცია
  • სათბური
  • სამაცივრე მეურნეობა
  • სამინისტრო
  • სანერგე
  • სასაკლაო
  • ფერმა
  • ფინანსები
  • შეგროვება-დისტრიბუცია
  • შემნახველი
  • ცოცხალი პირუტყვის ბაზრები
  • ცხოველთა საკვებწარმოება
სად:

პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ:

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ პროექტის – “დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის აგროსისტემის ელექტრონული რუკის შექმნა” ფარგლებში გაკეთდა „აგრორუკის“ ვებ-გვერდი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჭკვიანი სოფლის (Smart Village) პროგრამის ფარგლებში. 

აღნიშნული რუკის მიზანია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ეკოსისტემის მონაწილეების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეკრება, სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსება და დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება. შედეგად, ელექტრონული აგრო რუკის საშუალებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დისტანციურად კავშირების დამყარება და ბიზნეს-გარიგებების დადება. ამდენად, „აგრორუკის“ საშუალებით ხდება აგრო-სასურსათო სექტორის გაციფროვნება.  

აგრო სისტემის მონაწილეები მოიცავს: 

 

გადამამუშავებელიაგრო-პროდუქტების გადამამუშავებელი კომპანიები; ამ კატეგორიაში შეიძლება შედიოდეს რძის პროდუქტების მწარმოებელი, ღვინის მწარმოებელი, ზეთის მწარმოებელი და მსგავსი საწარმოები, რომლებიც პირველად პროდუქციას იღებენ და ხდება მისი გადამუშავება;
ასოციაციააგრო ასოციაციები და აგრარულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (ასოციაცია, NGO, LAG)
განათლებააგრარული პროფილის უნივერსიტეტი, კოლეჯი, არაფორმალური განათლების ცენტრები (ტრენინგ-ცენტრები) და მსგავსი
ფერმაფერმები და აგრობიზნესები (ყველა ტიპის, მათ შორის სათბურები)
დემო-ნაკვეთისადემონსტრაციო ნაკვეთი ან ფერმა, რომლებიც საცდელი ან სამოდელო ფერმებია
აგროტურიზმიაგროტურისტული ობიექტი – ფერმა/აგრო წარმოება, რომელიც ტურისტულ სერვისებსაც სთავაზობს ვიზიტორს (ფერმის ტური, ღვინის დეგუსტაცია, მონაწილეობა აგრო საქმიანობებში, კულინარიული მასტერკლასი და მსგავსი)
შეგროვება-დისტრიბუციასურსათის შემგროვებელი და სადისტრიბუციო კომპანიები; შუამავლები, რომლებიც ფერმერის პროდუქტს აგროვებს და აწვდის ბაზარს/სუპერმარკეტებს
შემნახველიყველა ტიპის შემნახველი, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობები
აგრომაღაზიააგრო საშუალებების მაღაზია (შხამ-ქიმიკატები, სასუქები, აგროტექნიკის მაღაზია და მსგავსი) და აგრო-ტექნიკის და მისაბმელების მიმწოდებელი მაღაზია
სანერგესანერგე მეურნეობები
საკონსულტაციოაგრო ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიები ან კონსულტანტი ფიზიკური პირები (ბიზნეს-გეგმების შედგენა, საგრანტო განაცხადების მომზადება და მსგავსი) და კვლევითი ორგანიზაციები 
ზოო/ვეტ-მომსახურეობააქ შედის ვეტერინარი, ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტი, ცხოველთა კვების სპეციალისტი, ზოოტექნიკოსი, ვეტ. კლინიკები, ზოო მაღაზიები, ვეტ აფთიაქები და მსგავსი
სახელმწიფოგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლობა და მათი სერვისები (სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის განვითარების სააგენტო – საინფორმაციო-საკონსულტაციო (ექსტენციის) სამსახური, გარემოს დაცვის სააგენტო და ა.შ.), თვითმართველობის წარმომადგენლები, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები და ა.შ. 
აგრონომიაგრონომიული კონსულტაციის გამწევი კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები (აგრონომები)
ლაბორატორიასოფლის მეურნეობასა და საკვების წარმოებასთან დაკავშირებული ლაბორატორიები
პროექტებიაგრო პროექტების ოფისები/წარმომადგენლები (სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასნებული პროექტები და მათი  განმახორციელებლები); 
მექანიზაციააგრო მექანიზაციის ცენტრები და მექანიზაციის მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური პირები (მეტრაქტორეები)
ფინანსებიფინანსური ინსტიტუტები: ბანკები, მიკროსაფინანსოები, სალიზინგოები, სადაზღვეო კომპანიები
ღია ბაზარიღია აგრარული ბაზრები
ცოცხალი პირუტყვის ბაზარიცოცხალი პირუტყვის ბაზრები
სურსათის მაღაზიააგრო-სასურსათო მაღაზიები და სუპერმარკეტები
ექსპორტიაგრო-სასურსათო ექსპორტის გამწევი კომპანიები
სასაკლაოსასაკლაოები 
შესაფუთი მასალებიშესაფუთ მასალებისა და შესაფუთი დანადგარების მომწოდებელი კომპანიები 

„პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „ჭკვიანი სოფლების“ (Smart Villages) კონცეფციის დანერგვის ფარგლებში