შპს “შტორი”, რომელიც ოპერირებს დედოფლისყაროში, ფლობს მესაქონლეობის ფერმას და სახნავ-სათეს მიწას. კომპანია ფერმაში წარმოებული რძის რეალიზაციას ახდენს მსხვილ ჩამბარებელთან, ხოლო სახნავ-სათეს მიწაზე მოყვანილ ქერს, ხორბალს, მზესუმზირასა და სიმინდს რეალიზაციას უკეთებს ადგილობრივ ბაზარზე.