ახალგაზრდა ფერმერის, სარქის შაინიანის სათბური მდებარეობს ქალაქ ახალციხესთან ახლოს, სოფელ სხვილისში. სათბურში ბოსტნეულისა და მწვანილის ნაირსახეობა მოჰყავთ, მაგრამ ძირითადად კიტრი და პომიდორია დათესილი. სათბურში სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ბოსტნეული ხარობს. მაგალითად, გაზაფხულზე ბოლოკი, კარტოფილი და მწვანილების რამდენიმე სახეობა. შემდეგ გვიან გაზაფხულზე უკვე კიტრი და პომიდორი შემოდის და ასე შემოდგომის ბოლომდე მომხმარებელს მუდმივად შეუძლია ჯანსაღი და ახალი ბოსტნეულის დაგემოვნება.