ხაჩატურ გრიგორიანის მერძევეობის ფერმა მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტ სოფელ სხვილისში. ფერმის შენობა აკმაყოფილებს სადემონსტრაციო ფერმისთვის განკუთვნილ მინიმალურ მოთხოვნებს (შენობის სიმაღლე, ვენტილაციის და განათების დონე, იატაკის საფარი და სხვ.). ამასთანავე, ფერმას მინიჭებული აქვს სადემონსტრაციო ფერმის სტატუსი ორი მიმართულებით: 1) რძის მენეჯმენტი და ჰიგიენა – წველა ხდება საწველი აპარატის დახმარებით და ჰიგიენის დაცვით; 2) ცხოველის საკვების წარმოება – საკვების დამზადება ფერმაში ადგილზევე ხდება მცირე დასაღერღი დანადგარით და საჭირო რაციონის განსაზღვით. ფერმის ბაზაზე დაინტერესებულ ფერმერებს რეგულარულად უტარდებათ აგროტრენინგები მეცხოველეობის საკითხებში სადემონსტრაციო მიმართულებების გათვალისწინებით. ფერმერი აწარმოებს ნედლ რძეს, ტრადიციულ იმერულ ყველს, ნაღებსა და ნადუღს. სადემონსტრაციო (დემო) ფერმა მოეწყო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.