ოჯახური მარანი ,, Brothers Khutsishvili Wine Cellar/ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი’’ დამთვალიერებლებს სთავაზობს გაეცნონ ტრადიციული კახური ღვინის ქვევრების დაყენებისა და შენახვის უძველეს ტექნოლოგიებს.ასევე აწარმოებს ღვინის სპირტს და ხილის არყებს. სერვისების ჩამონათვალში შედის: ინფორმაციის მიწოდება ქართული ტრადიციული დარგების მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ, მონაწილეობის მიღება ქვევრის ღვინით შევსებაში, ქვევრის დაფარება-გახსნაში, ჭაჭის გამოხდაში, მონაწილეობა თონის პურის ცხობაში, თათარის მომზადებასა და ჩურჩხლების ამოვლება. პროდუქცია იყიდება სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში ბრენდირებული სახელით ,, Brothers Khutsishvili Wine Cellar/ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი’’