შპს “შირაქი+”, რომელიც ოპერირებს დედოფლისწყაროში, ფლობს მერძეულ ფერმასა და რძის გადამამუშავებელ საწარმოს. გადამამუშავებელ საწარმოში იწარმოება – იმერული ყველი, სულგუნი, საფერავში დავარგებული სულგუნი, თაფლში გამოყვანილი სულგუნი, ერბო, რძე, ხაჭო, მაწონი, ნადუღი. კომპანია ასევე ფლობს 1500 ჰა მიწის ნაკვეთს სადაც მოჰყავს მარცვლეული კულტურები (სიმინდი, ხორბალი, ქერი, მზესუმზირა). პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე და პროდუქციის ნაწილი ექსპორტზეც გადის ამერიკაში, საფრანგეთსა და დუბაიში.