ოჯახური მარანი „ღვინოვ კახურო გონაშვილისა“, დამთვალიერებლებს სთავაზობს გაეცნონ ტრადიციული კახური ღვინის ქვევრებში დაყენებისა და შენახვის უძველეს ტექნოლოგიას. პროდუქცია ასევე იყიდება სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში ბრენდული სახელით „ღვინოვ კახურო გონაშვილისა“. სერვისები ჩამონათვალში შედის: ინფორმაციის მიწოდება ქართული ტრადიციული დარგების მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ. მონაწილეობის მიღება ქვევრის გარეცხვაში, ქვევრის ღვინით შევსებაში, ქვევრის დაფარება-გახსნაში. ასევე მონაწილეობის მიღება ჭაჭის გამოხდაში, მონაწილეობა თონეზე „დედას პურის“ ცხობაში, თათარის მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლება, ორცხობილის დამზადება. ასევე ღვინის დაჭაშნიკება, ტრადიციულ სადილთან ერთად, სურვილისამებრ საგზლის შეძენა, რომელშიც შედის: ღვინო, ყველი, ორცხობილა, „დედას პური“, ჩურჩხელები.