საოჯახო სასტუმრო “ედემი” მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, ცენტრიდან მოშორებით მშვიდ და მყუდრო გარემოში. სასტუმროს მეპატრონე და დიასახლისი, მარინა ნარიაშვილი მისულ სტუმრებს ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ კერძებს სთავაზობს. დაინტერესებული ვიზიტორებისთვის ხშირად ტარდება მასტერკლასები.