ოჯახური მარანი “როსტომაანთ მარანი” აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ღვინოს (რქაწითელი, მწვანე, საფერავი, და სხვა). ღვინოს აყენებს ტრადიციულად ქვევრში. მარანი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა მასტერკლასს, ღვინის ტურს, ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციას ასევე, ყველის დაგემოვნებას . პროდუქცია იყიდება სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში ბრენდული სახელით „როსტომაანთ მარანი“.