ოჯახური მარანი “მესტვირენის ღვინის მარანი” აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ღვინოს. მარანს გააჩნია თავისი ვენახები და ღვინოს აყენებს ტრადიციულად ქვევრში. მარანი ტურისტებს სთავაზობს სხვადასხვა მასტერკლასს, ღვინის ტურს, ღვინის დეგუსტაციას, ყველის დეგუსტაციას და ქართულ სამზარეულოს. პროდუქცია ასევე იყიდება სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში ბრენდული სახელით „მესტვირენი“.