კოოპერატივი დისველი, რომელიც ოპერირებს ბოლნისში, ფლობს საწარმოს, სადაც იწარმოება იმერული ყველი, სულგუნის სხვადასხვა სახეობა, ნადუღი, კარაქი და მაწონი. კოოპერატივს მინიჭებული აქვს ქართული რძის ნიშანი. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ქსელურ მარკეტებში, მცირე მარკეტებსა და რესტორნებში. ასევე, პროდუქციის გაყიდვა ხდება ონლაინ მარკეტის საშუალებით.