კარენ კარაპეტიანის მერძევეობის ფერმა მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტ სოფელ ალათუმანში. ფერმის შენობა აკმაყოფილებს სადემონსტრაციო ფერმისთვის განკუთვნილ მინიმალურ მოთხოვნებს (შენობის სიმაღლე, ვენტილაციის და განათების დონე, იატაკის საფარი და სხვ.). ამასთანავე, ფერმას მინიჭებული აქვს სადემონსტრაციო ფერმის სტატუსი ოთხი მიმართულებით: 1) რძის მენეჯმენტი და ჰიგიენა – წველა ხდება საწველი აპარატის დახმარებით და ჰიგიენის დაცვით; 2) ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; 3) ცხოველის საკვების წარმოება – საკვების დამზადება ფერმაში ადგილზევე ხდება მცირე დასაღერღი დანადგარით და საჭირო რაციონის განსაზღვით; 4) ცხოველის საკვების კონსერვაცია. ფერმის ბაზაზე დაინტერესებულ ფერმერებს რეგულარულად უტარდებათ აგროტრენინგები მეცხოველეობის საკითხებში სადემონსტრაციო მიმართულებების გათვალისწინებით. ფერმერი აწარმოებს ნედლ რძეს, ტრადიციულ იმერულ ყველს, ნაღებსა და ნადუღს. სადემონსტრაციო (დემო) ფერმა მოეწყო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.