ი/მ გოჩა ღაღაშვილი, რომელიც ოპერირებს თელავში, ფლობს რძის გადამამუშავებელ საწარმოს, რომელშიც იწარმოება სხვადასხვა სახის შებოლილი სულგუნი, ძველ ქართულ ტრადიციებზე დამზადებული ყველის სახეობები, ასევე იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულ ქართულ „სულგუნელას“ (მოცარელას). ყველის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, დიდ სუპერმარკეტებში. კომპანია ასევე ატარებს აგროტურისტულ მასტერკლასებს.