სურსათის უვნებლობის და გარემოს დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი, სერტიფიცირებული ჩაის წილი მსოფლიო ბაზარზე სწრაფად იზრდება.
მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) 2012 წლის ანგარიშის მიხედვით გლობალურად წარმოებული ჩაის 12 % იყო სერტიფიცირებული.
2015 წელს ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული წილი შეადგენდა 17 %-ს, მომდევნო ზრდის პერსპექტივით. ჩაისთან მიმართებით, Fair Trade (სამართლიანი ვაჭრობის) და ორგანული წარმოების სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატები უმეტესად აქტუალურია ნიშურ და საექსპორტო ბაზრებზე.
სულ მალე, ჩაის სერტიფიცირება აუცილებელი პირობა გახდება ევროპის ბაზარზე შესაღწევად.