შპს “კავკასიის გენეტიკა”, რომელიც ოპერირებს თბილისში, ქვეყნის უმთავრესი მიმწოდებელია მეცხოველეობის სფეროში ფერმის აღჭურვილობის, რძისა და ხორცის წარმოება-გადამუშავების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: თანამედროვე ტიპის მეძროხეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის ფერმების პროექტებისა და კონცეფციების შემუშვება-განვითარება; მაღალპროდუქტიული, სარძევე და სახორცე მიმართულებების სანაშენე პირუტყვის, ღორისა და თხის იმპორტი ევროპიდან; ცხოველთა კვებისთვის მინერალები (საკვაბი დანამატები), საკვების დამზადების ტექნოლოგიების განვითარება და დაბალანსებული ულუფის შემუშავება; ხელოვნური განაყოფიერება მეძროხეობასა და მეღორეობაში -ხელსაწყოების, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის სპერმისა და ემბრიონების დისტრიბუცია და მომსახურება ხელოვნური განაყოფიერებისათვის; მეძროხეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის ფერმების და ვეტერინარიის სრული აღჭურვა, პროექტირება და მონტაჟი;
საწარმოო ხაზების პროექტირება და სათანადო საიჟინრო – საკონსულტაციო მომსახურება ხორცისა და რძის გადამუშავებისთვის;