მიმართულება
  • აგრომაღაზია
  • აგრონომის მომსახურება
  • აგროტურიზმი
  • ასოციაცია
  • ბაზარი
  • გადამამუშავებელი
  • განათლება
  • ვეტ მაღაზია
  • ზოო/ვეტ-მომსახურეობა
  • კვლევა
  • ლაბორატორია
  • მექანიზაცია
  • სათბური
  • სამაცივრე მეურნეობა
  • სამინისტრო
  • სანერგე
  • სასაკლაო
  • ფერმა
  • ფინანსები
  • შეგროვება-დისტრიბუცია
  • შემნახველი
  • ცოცხალი პირუტყვის ბაზრები
  • ცხოველთა საკვებწარმოება
სად:

ედუარდ ალექსანიანის მერძევეობის ფერმა მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტ სოფელ კოჩიოში. ფერმის შენობა აკმაყოფილებს სადემონსტრაციო ფერმისთვის განკუთვნილ მინიმალურ მოთხოვნებს (შენობის სიმაღლე, ვენტილაციის და განათების დონე, იატაკის საფარი და სხვ.). ამასთანავე, ფერმას მინიჭებული აქვს სადემონსტრაციო ფერმის სტატუსი ოთხი მიმართულებით: 1) რძის მენეჯმენტი და ჰიგიენა – წველა ხდება საწველი აპარატის დახმარებით და ჰიგიენის დაცვით; 2) ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა – ტარდება ცხოველთა კეთილდღეობის ღონისძიებები მაგალითად: მასტიტის გამოვლენის და პრევენციის მეთოდები, ხბორების მოვლის პრაქტიკა, ზამთრის საცხოვრებლის გაუმჯობესება, სარწყულებლის მოწყობა ; 3) ცხოველის საკვების წარმოება – საკვების დამზადება ფერმაში ადგილზევე ხდება მცირე დასაღერღი დანადგარით და საჭირო რაციონის განსაზღვით; 4) ცხოველის საკვების კონსერვაცია – საქონლისთვის განკუთვნილი საკვები მზადდება გაუმჯობესებული შემცველობით და საკვები ნივთიერებების შენარჩუნებით. ფერმის ბაზაზე დაინტერესებულ ფერმერებს რეგულარულად უტარდებათ აგროტრენინგები მეცხოველეობის საკითხებში სადემონსტრაციო მიმართულებების გათვალისწინებით. ფერმერი აწარმოებს ნედლ რძეს, ქარხნულ ყველს, ე.წ. ლორს, ნაღებსა და ნადუღს.

შეფასება

თქვენი შეფასება მოცემულ განაცხადზე

angry
crying
sleeping
smily
cool
მოძებნა

რეკომენდირებულია მინიმუმ 140 სიმბოლო